08:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 16:22:15, 640 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს.

როგორც ჩავუშოღლუ აღნიშნავს, კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს.

„მკაცრად ვგმობთ, სახელმწიფო გადატრიალებასა და გადატრიალების მცდელობებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოხატა მტკიცე პროტესტი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics