07:30 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 11:01:00, 403 ნახვა

საზოგადოება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო აღდგება

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე  ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის  განცხადებით, პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პანოს აღდგენის პროცეში ჩართულობის მზაობა ადგილობრივი მოსახლეობის  საინიციატივო ჯგუფმაც გამოთქვა.

„განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. მინდა,  ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა.  ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.  გარდა კულტურული  ღირებულებების, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია და ძალიან მალე, ეს  ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და  განახლებული.  ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ვნახოთ  და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics