03:42 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 09:58:50, 502 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია და აგრესიის ნაცვლად, ჩაერთოს დიალოგში

შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ისინი მოუწოლდებენ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია და აგრესიის ნაცვლად, ხელახლა ჩაერთოს დიალოგში.

„როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული.

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“, - აცხადებენ ისინი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics