14:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 14:23:16, 929 ნახვა

ეკონომიკა
15-16 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.

ეოკონიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი  (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები  სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 15 ოქტომბერს 10.00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე: „აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები  სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“; „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება“; „ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა“; „ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით  ვაჭრობა საზღვრების გარეშე“; „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება.

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები - თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B) და ა.შ. ფორუმის მსვლელობის დროს მედიის წარმომადგენლებისთვის იმუშავებს პრესრუმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics