14:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 12:54:40, 768 ნახვა

ეკონომიკა
რაჭა–ლეჩხუმში რთველი იწყება

რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში რამდენიმე დღეში რთველი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია.

მინისტრის მტკიცებით, ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას.

ოთარ დანელიას ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით  მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან   ამპელოგრაფები.

„სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის  მიღებას  5 ლარად, ხოლო  არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს.  ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში  სახელმწიფო  70 თეთრს გადაიხდის. რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში  იმუშავებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, სადაც  ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე   www.rtveli2015.gov.ge შეძლებს“, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება.

„ 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი,  42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და  12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics