12:54 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 22:41:40, 747 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - ხვალ „პარლამენტში“ ჩემი ადვოკატებიც მივლენ, რათა ყველამ ნახოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

„ხვალ „პარლამენტში“ ჩემი ადვოკატებიც მივლენ, რათა ყველამ ნახოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მის ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“ შეუშვებენ.

„ხვალ, 16 თებერვალს, 10:00 საათზე „პარლამენტში“, იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორი მიდის.

„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც – გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია.

ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით – პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.

იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს, ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics