11:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 11:27:47, 475 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - თუ დავინახეთ, რომ გახსამ ჩაიარა უსაფრთხოდ, არ გაუარესდა ეპიდვითარება, უფრო შორს წავალთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები იცავს სარესტორნო სფეროს, რათა გახსნიდან მეორე დღეს არ მოხდეს მათი კვლავ დახურვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობას.

მანვე დასძინა, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შენარჩუნდება, საბჭო გადაწყვეტს, თუ რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება.

„საათების შეზღუდვის მოხსნაც, გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია, ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს, იმის გამო, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ყველაფრის უკან გამოთხოვა და ისევ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და საუბრობენ რესტორნები, რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ და შემდეგ კვირაში მე ვგეგმავ მათთან შეხვედრას. ჩვენ ზოგადად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

ზოგადად, ჩვენ პოლიტიკას გეგმაზომიერად მივყვებით, ეს არის ე.წ დადებითობის მაჩვენებლის გადახედვა, ჯერ ვაკვირდებით ჩვენ გახსნამ რა გავლენა იქონია, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გავაკეთოთ, თუკი დავინახეთ, რომ ამ გახსნებმა ჩაიარა უსაფრთხოდ, ყველამ დაიცვა წესები, არ გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჩვენ უფრო შორს წავალთ. რომელი იქნება შემდეგი გადაწყვეტილებაამას გადაწყვეტს საბჭო”, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics