15:19 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 18:31:29, 710 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს

დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.

ამის შესახებ ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველოს მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა და პარტიის თანამდებობის პირების საკითხი დადგება, არ დავაყენო  ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და საზოგადოების დაკვეთაა გაახლება და ახალი სახეები.

მეორე მიზეზი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკური კულტურის ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, როდესაც პარტიის შედეგი არის უარესი, თუნდაც გაყალბებით, ლიდერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics