|
2021-02-12 14:30:47, 623 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე მელიაზე - ეს არის გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდაზე უარის თქმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მელია საქართველოს კანონმდებლობაში ცალკე ჩაწერილი არ არის. მანვე მელიას საქმესთან მიმდინარე საკითხებს გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია უწოდა. „რაც ვნახეთ ნიკა მელიას მხრიდან, ეს არის გირაოს გადახდის წინა პოლიტიკური სპექტაკლი და პოლიტიკური ჰალუცინაცია, როცა მას ერთ შემთხვევაში ჰგონია რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ, რომ ამას გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან მეორე შემთხვევაში როდესაც პოლიტიკურ ჰალუცინაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰგონია რომ კანონში ნიკა მელია ცალკეა ჩაწერილი და მართლმსაჯულება სხვანაირად მიუდგება. ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)