|
2021-02-11 21:38:25, 4638 ნახვა
Lifestyle
პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი გარდაიცვალა
ამერიკული პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი 78 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადება არ აზუსტებს ფლინტის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზს. ლარი ფლინტი ჩათრეული იყო მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებში, რომლებიც იმართებოდა პორნოგრაფიის შეზღუდვის მომხრეებსა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. 1978 წელს სასამართლოს შენობიდან გამოსულ ფლინტსა და მის ადვოკატს ესროლეს, რის გამოც ლარი ფლინტი დღემდე ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. 1988 წელს ფლინტი და მისი ადვოკატი, ალან აიზეკმანი იგებენ პროცესს აშშ უმაღლეს სასამართლოში, სადაც სასამართლომ აშშ კონსტიტუციია პირველ შესწორებაზე დაყრდნობით გაამყარა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები. 1996 წელს გამოვიდა ფილმი ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ, რომელიც გადაიღო რეჟისორმა მილოშ ფორმანმა. ლარი ფლინტი მონაწილეობას იღებდა ამ ფილში მოსამართლე მიურეის როლში. იმავე წელს ფლინტი გამოსცემს ავტობიოგრაფიას «An Unseemly Man: My Life as a Pornographer, Pundit, and Social Outcast»
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)