|
2021-02-10 17:05:25, 563 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის. ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)