05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 16:01:17, 559 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 14 თებერვალს გაიმართება

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები 14 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა.

ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ 14 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება აქცია, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები 23 და 31 იანვარს, ასევე 2 თებერვალს გაიმართა, სადაც სამართალდამცველებმა ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ალექსეი ნავალნი აეროპორშივე დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით ის 2,5 წლით დააპატიმრა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics