15:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 14:27:01, 730 ნახვა

კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: საერთაშორისო დავებში საქართველოს მიდგომა ითვალისწინებდა სასამართლოებს შორის იურიდიული დიალოგის ფენომენის გამოყენებას

საერთაშორისო დავებში საქართველოს მიდგომა ითვალისწინებდა  სასამართლოებს შორის იურიდიული დიალოგის ფენომენის გამოყენებას ანუ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოში პროცესების ერთიანი პროცესის ფარგლებში მართვას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება:

„ჩვენ ამ ორი მიმართულებით ვმუშაობდით მტკიცებულებათა ერთი და იგივე ბაზის საფუძველზე, რომელიც 2013 წლის დასაწყისიდან 700-მდე სხვადასხვა სახის მტკიცებულებას მოიცავს, და ამ ძალისხმევამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგი – 2016 წლის იანვარში ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში ჰააგის პროკურორისათვის 2008 წლის ვითარების გამოძიებაზე ნებართვის გაცემის შესახებ დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: პირველი – ეს შეეხება წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში იმის დადასტურებას, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი; მეორე – 2008 წლის ომი წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს რუსეთსა და საქართველოს შორის; მესამე – რუსეთი აკონტროლებდა ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს და მეოთხე – სავარაუდოდ, სხვადასხვა დანაშაულს შორის, განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.

წინასასამართლო პალატის ეს გადაწყვეტილება ინტენსიურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლომ როგორც მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტაცია ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის დასადგენად, ასევე, ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის საკითხზე მსჯელობისას. ახლა უკვე შესაძლებელი გახდება სტრასბურგის 21 იანვრის გადაწყვეტილების გამოყენება პირიქით – ჰააგის გამოძიების ფარგლებში, კერძოდ, 2008 წლის პერიოდში რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულების კონტექსტუალური ელემენტის დასაბუთების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics