17:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 23:21:19, 545 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი

„შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება პროტესტის მუხტის შემცირებას ემსახურება.

„შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი.

ასეთი ტიპის შერბილებების და/ან შერბილებების დაპირებების მიზანია ერთი მხრივ პროტესტის მუხტის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ პროტესტისგან იმ სოციალური ჯგუფების ჩამოცილება, რომელთა ინტერესებიც სრულად ან ნაწილობრივ კმაყოფილდება ასეთი შერბილებებით.

ეს უნდა დაგვენახა/გვესწავლა, ერთი წელია ამ სტრატეგიით გვხუთავენ.

ნახევრად-მოთხოვნები – ასე კი არა ისე დაგვარეგულირეთ – არ მუშაობს; სისუსტედ აღიქვამენ და არაფერს გითმობენ.

რაც მუშაობს, არის ერთიანობა, პრინციპულობა და სიმტკიცე; შეეშინდათ მასობრივი დაუმორჩილებლობის და რაღაცა გადმოაგდეს.

ამიტომ:

ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ!

ყველა კორონა-ჯარიმა უნდა გაუქმდეს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის!

პროტესტმა კონკრეტული გაკვეთილი უნდა ასწავლოს როგორც დე ფაქტო მთავრობას, ისე ზოგადად პოლიტიკურ კლასს ამ ქვეყანაში.

ვერავინ ვერასოდეს ვეღარ უნდა გაგვიბედოს იმის გაკეთება, რაც გვჭირს უკვე 1 წელია!

ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური რამ, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ სამარცხვინო და საშიში ყოფიდან.

და ეს უნდა იყოს მიზანი“, - წერს ზურა ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics