13:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 18:06:50, 843 ნახვა

მსოფლიო
ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ტოკიოს თამაშები გაიმართება

„100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ტოკიოს თამაშები გაიმართება“, - ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი განიხილავს ოლიმპიადის უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტსაც.

„100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ეს რთულია, მაგრამ ტოკიოს თამაშები გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ადმინისტრაცია სერიოზულად იყვნენ განწყობილნი ამ ოლიმპიადის ჩასატარებლად იმ მომენტიდან, როცა გასული წლის თებერვალში პანდემიამ იფეთქა.

ჩვენ ეს განწყობა შენარჩუნებული გვაქვს. და ვერანაირ წინაღობას ვერ ვხედავთ ამისთვის“, – განაცხადა ჯონ კოუტსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics