16:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:10:22, 506 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

კახა კალაძის თქმით, კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა და გამოცდილი კადრია.

„კახაბერ გულედანი სულ რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა. იქამდე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და ა.შ. მას აქვს ზოგადად მართვის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას ის ღირსეულად გაართმევს თავს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში იყოს წესრიგი. მინდა წარმატება ვუსურვო კახას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics