|
2021-01-31 13:19:11, 602 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის I კვარტალში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა; ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი დაირგო, ასევე, მოეწყო ბალახის საფარი. ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „ზღვისუბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, ბავშვები და მოზარდები სკვერში მთელი დღის განმავლობაში თამაშობენ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ძველი ატრაქციონები იყო. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. სკვერი ზღვისუბნის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, შესაბამისად, ამ დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)