03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 17:42:58, 944 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ ნავალნის გათავისუფლების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„ეს ყველაფერი არის კანონის ერთი დიდი დარღვევა, კანონის დემონსტრაციულად დარღვევა. წაიკითხეთ სასამართლოს ოქმი? თუ წაიკითხეთ, მაშინ თქვენ უნდა გაიცინოთ მოსკოვის რაიონულ სასამართლოზე“, - განაცხადა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics