|
2015-10-03 11:52:06, 1496 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ხუციშვილი: ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატები ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ხუციშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატები ერთ-ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და არ უშვებენ. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მისთვისაც გაურკვეველია, თუ რატომ არ იწყება ყრილობა. „ ჩვენთვისაც გაურკვეველია რატომ არ იწყება ყრილობა. დელეგატები ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში და არ უშვებენ გარეთ. როგორც მე ვიცი არკვევენ შიგნით რა მოხდება. ამ ეტაპზე როგორც ჩემთვის არის ცნობილი 17 -18 დელეგატმა გაიარა რეგისტრაცია და ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ფედერაციაში და მოიაზრებიან რეზის მხარდამჭერებად, იმ ხალხს რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ. მომხრე ვარ, რომ მედია შევიდეს დარბაზში, გააშუქოს და მთელმა საქრთველომ გაიგოს რა ხდება ქართულ ფეხბურთში და ყრილობაზე. დაძაბულობა რა თქმა უნდა, პიკს აღწევს. თავიდან ნორმალურად დაიწყო ყველაფერი და არ მოასწავებდა იმას რაც ახლა ხდება“,- განაცხადა მიხეილ ხუციშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა. საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)