23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 09:28:47, 506 ნახვა

მსოფლიო
CNN-ის ინფორმაციით, ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი ვუჰანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს

CNN-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერთა ჯგუფი, რომელიც ვუჰანის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, კარანტინს ასრულებს და იწყებს საგამოძიებო საქმიანობას.

ვუჰანის პროვინციაში ჩასული 12 კაციანი ექსპერტთა გუნდი აპირებს გამოკითხოს კვლევითი ინსტიტუტების, საავადმყოფოებისა და ზღვის პროდუქტების ბაზრობებზე მომუშავე პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან ვუჰანში კორონავირუსის საწყის აფეთქებასთან.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი, ჩინელ მეცნიერებთან ერთად, 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics