19:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 10:24:36, 634 ნახვა

საზოგადოება
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ.

აქციას სახელად - „სოცაფეთქება“-ს უკვე შეუერთდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“.

აქციაზე მისვლას აპირებენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

აქციის ორგანიზატორები გააპროტესტებენ იმ აკრძალვებს, რომელიც განსაკუთრებულად ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია აერთიანებს, ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.

აქციაზე კონსოლიდირებულად გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით:

ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა

ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა

საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა

სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა

კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

თუ ამ ჩამონათვალში ვერ ნახავ, იმ სფეროს რომლის უსამართლოდ ჩაკეტვა თვეებია გრძელდება, ეს არ ნიშნავს რომ შენი ხმა არ გაჟღერდება აქციაზე

ვისაც უსამართლოდ მიგაჩნიათ ამგვარი შეზღუდვები, რომლებიც რეალურად კოვიდ-პანდემიის პრევენციას მინიმალურად ახდენს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე)

შემოგივერთდი და დააფიქსირე შენი ხმა!“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics