07:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 15:07:52, 614 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის სამდივნო აირჩია.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო. აგრეთვე ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე. შესაბამისად, გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს შემადგენლობას: გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის ბატონი კახა კალაძე, პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი - დიმიტრი სამხარაძე, ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს - ამ საქმიანობას მე შევუდგები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics