13:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 17:04:52, 871 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, 1 ოქტომბრის 16:20 სთ-დან  ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა.

სსსტც "დელტას" ინფორმაციით,  16:40  საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო.

 პროცესის გასანეიტრალებლად  სეტყვასაწინააღმდეგო  სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05  საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა. გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.

 აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი  ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics