22:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 13:13:59, 1046 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო (ვიდეო)

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე დემონსტრანტების დაკავება დაიწყო.

ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხაბაროვსკში მიტინგზე 1 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით აქციაზე დაიწყო დაკავებები. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტს სცემეს.

400-მდე მომიტინგე შეიკრიბა იუჟნო-სახალინსკში. აქციებზე ისმოდა შეძახილები - „თავისუფლება ნავალნის!“, „ჩვენ ძალა ვართ!“, „რუსეთი უნდა იყოს თავისუფალი!“.

ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ვლადივოსტოკის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც ასევე მიმდინარეობს დაკავებები. მედია იუწყება, რომ დაიწყო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

ირკუტსკში აქციაზე 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქცია გაიმართა ნოვოსიბირსკში, ლენინის მოედანზე, სადაც 1.5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები რუსეთის ჰიმნს მღეროდნენ. ისმოდა შეძახილები - „წადი!“.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით 90-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება. მედიის ინფორმაციით, რუსეთი გარდა აქციები დაანონსებულია პარიზში, ბერლინში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, ამსტერდამი, ჰელსინკში, პრაღაში, ვარშავაში, თელ-ავივში, ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics