07:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 12:20:01, 656 ნახვა

პოლიტიკა
კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ისინი მოქალაქეებს შეზღუდვების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

„ხელისუფლების გუშინდელი თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ამის მერე გადავწყვეტთ ჩვენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები. ამ საკითხში ვინმეზე ზრუნვის არანაირი გონივრული ახსნა აღარ არსებობს. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 24 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics