21:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 21:23:46, 908 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ მილოვი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა განიხილოს, როგორც საქართველოს ნაწილი

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა განიხილოს, როგორც საქართველოს ნაწილი“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ეთერში ალექსანდრე ნავალნის თანაპარტიელმა ვლადიმერ მილოვმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო საზღვრების გადახედვა მიუღებელია.

„როცა 2008 წელს საქართველოში ომი მოხდა მე და ის ღიად ვკამათობდით ამ საკითხზე, ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამ საკითხზე ძალზედ შეიცვალა, ის ეთანხმება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო საზღვრების გადახედვა მიუღებელია, ეს მისი პრინციპული პოზიციაა.

არავინ არ სვამს კითხვნის ნიშნის ქვეშ საზღვრების ურღვევობის პრინციპს, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული, როგორც საქართველოს ნაწილი, იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც“, - განაცხადა ვლადიმერ მილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics