18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 15:01:55, 568 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.

ფაქტს გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

„ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა!

აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდით რაა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლო“, - წერს გვარამია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics