21:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 19:56:55, 847 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი“, - ამი შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართლის პოლიტიზირება მიუღებელია.

„მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ. ნავალნის უფლებები უნდა იყოს სრულად და უპირობოდ დაცული. სამართლის პოლიტიზირება მიუღებელია.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც მისი დაბრუნების დროს დააკავეს“, – განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics