20:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 09:49:51, 602 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პომპეო - ვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას გქმობს და მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ. სერიოზული შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მისი დაკავება იმ დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობებს წარმოადგენს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან.

რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველგან, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია გამჭვირვალობს, ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც ცდილობენ კონკურენციას გაუწიონ საარჩევნო პროცესს. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics