21:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 16:22:41, 670 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის გვერდითი რეაქციების ანალიზში ჯანმოს ექსპერტები ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის გვერდითი რეაქციების ანალიზში ჯანმოს ექსპერტები ჩაერთვებიან.

მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდეს და შეფასდეს საფუძვლიანად

„აუცილებელია ვაქცინის შემდგომი რეაქციების გვერდითი მონიტორინგი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინაციის უსაფრთხოების პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში უკვე არსებობს დიდი გამოცდილება. გასულ წელს იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაახლა გვერდითი რეაქციების მონიტორინგის გაიდლაინი, რაც დეტალურად განსაზღვრავს რა როგორ ხდება. თუმცა, წელს კოვიდთან მიმართებაში კიდევ დამატებითი რეკომენდაციები გამოიცა. ჩვენ დღეს დილით გვქონდა ზარი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისთან. მათგან მივიღეთ დახმარების შემოთავაზება, რაც უკავშირდება უახლესი მეთოდებისა და ფორმების დანერგვისთვის მასწავლებლების ტრენინგს, ასევე ექსპერტების უშუალო ჩართულობას. ამას ჰქვია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, როდესაც აღმოცენდება გვერდითი რეაქცია საჭიროა ჩატარდეს სპეციფიკური ანალიზი, რათა დადგინდეს რამდენად უკავშირდება ეს რეაქცია კონკრეტულ ვაქცინას.

ამ ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი ექსპერტები ფლობენ გარკვეულ გამოცდილებას, თუმცა ჩვენ მაინც მოვითხოვეთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა. ამაზე მივიღეთ წინასწარ თანხმობა. ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდეს და შეფასდეს საფუძვლიანად, რათა ვიცოდეთ უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას. მოსახლეობას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია ვაქცინების გვერდითი ჩვენებების შესახებ. ასევე სამედიცინო დაწესებულები, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, დეტალურ ტრენინგს გაივლიან მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების მართვაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics