|
2021-01-08 11:08:40, 581 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის ქრობის სამუშაოები 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს
ხანძრის ქრობის სამუშაოები 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. „არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარწობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენლია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში. შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სფელ ფახულანში და ერთის მარტვილში, სოფელ დობარაზენში. 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმიში, მათ შორის ერთი ლოკალოზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)