03:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 12:50:30, 805 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება

ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს, - ასე გამოეხმაურა  ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება.

„ამიტომ, ამ პროცესში რა შესაძლებლობები და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, გამოვიყენებთ. ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება ყველა ფორმატში მოჰყვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics