02:17 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 14:04:25, 652 ნახვა

საზოგადოება
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ მუნიციპალიტეტებთან 2021-2022 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

29 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მისი მთავარი თემა ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული პოლიტიკის დღის წესრიგი, მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები იყო. შეხვედრას მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სისტემაში არსებულ ანტიკორუფციულ მექანიზმებსა და გამოწვევებზე, ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებზე. ამასთან, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგის პროცესი და დაგეგმილი ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერება წარმოადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო გაფართოებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის  კონსულტაციებს მომავალშიც გააგრძელებს.

მუნიციპალიტეტებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და USAID-GGI-ის წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალურ დონეზე ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics