|
2020-12-28 22:45:01, 524 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - რეგულირების სააგენტომ დაამტკიცა კონტროლის წესი, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ19-ის, არამედ სხვა დაავადებების პრევენციის იარაღი გახდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ჯაჭვში ერთ-ერთ წამყვან რგოლს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს. მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოს ფარმაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა პირველი GDP სერტიფიკატი, რითაც ქვეყანა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალ საფეხურზე გადავიდა. „მსურს განსაკუთრებით ავღნიშნო რეგულირების სააგენტოს უდიდესი წვლილი პანდემიის მართვაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სრულყოფილი აუდიტი. 2020 წელს რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)