02:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 15:51:31, 517 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე - „ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი არ ხდება

„ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი არ ხდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პარტიაში დიდი ხნის წინ იცოდნენ, რომ ხოშტარია წასვლას აპირებდა, ამიტომ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენ მხარდაჭერას ელენე ხოშტარიას. ჩვენ უკვე ვიცით დიდი ხნის მანძილზე, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე. ამიტომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, ეს იყო ის რაზეც წინასწარ პარტიაში ვიცოდით. ეს არანაირად არ არის პარტია „ევროპული საქართველოდან“ რაღაც გადინების პროცესიც, როგორც ეს ზოგიერთს სურს რომ გამოაჩინოს. არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics