|
2020-12-18 18:47:37, 512 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალსა და ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა სრულდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ და ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა სრულდება. 3 000 კვ.მ და 2 000 კვ.მ ფართობების სკვერებში განთავსდა საბავშვო ზონები კომპლექსური ატრაქციონებით, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაიგო ქვის ხალიჩა, მოეწყო კაუჩუკის ბილიკი, დაირგო მცენარეები და ბალახი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე შეხვდნენ. „ორივე მისამართზე არსებული რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება. საკმაოდ დიდი ტერიტორიებია, რომლებიც გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და მწვანე იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის პროცესში პროექტების სხვადასხვა დეტალის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხდება და მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების პროექტების ჯამური ღირებულება 454 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)