11:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 12:06:36, 541 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი - წელს 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები

 „წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები არამარტო სასაზღვრო პოლიციაში, არამედ  სხვა სამსახურებშიც მიმდინარეობდა.

„წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მათ შორის:

•             ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები.

•             წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა.

•             პანკისში, სოფელ ძიბახევში  აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა.

•             ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები.

•             თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში განახლდა ინფრასტრუქტურა.

•             მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისს ახორციელებს.

•             შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320 ახალი ავტომანქანით.

•             რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების სულ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. 

მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics