10:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 14:58:02, 789 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - ბაიდენის მოსვლა არ გვიხარია, მაგრამ ტრამპის წასვლით კმაყოფილი ვართ

მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის მმართველობით „აღფრთოვანებული“ არ ვართ, დონალდ ტრამპის მმართველობის დასრულებით „ძალიან ბედნიერი ვართ“,  - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა განაცხადა, რომლის შესახებაც aljazeera წერს.

გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სატელევიზიო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა ტრამპს „ბოროტი“ და „აშშ-ის ყველაზე კანონდამრღვევი ადამიანი“ უწოდა.

„ჩვენ ძალიან არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვართ ტრამპის წასვლით. ადამიანი, რომელმაც ამდენი სისასტიკე ჩაიდინა; რომელიც იყო მკვლელი და ტერორისტი. ეს ადამიანი მოკლებულია ყველა ეთიკურ და ადამიანურ პრინციპებს“, - განაცხადა რუჰანმა.

მან ასევე აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაში ხელი შეეშალა.

როგორც ცნობილია, 2018 წლიდან ირანი აშშ-ის მხრიდან მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს განიცდის, რადგან ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენი ირანს დაჰპირდა, რომ გარიგებაში კვლავ დაბრუნდება  და დაწესებულ სანქციებს იმ შეთხვევაში მოხსნით, თუ ირანი მის პირობებს შეასრულებს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics