12:36 - 26 Jul, 2026
|
2020-12-16 11:31:08, 477 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - არიან ადამიანები, რომლებიც მიწების მიტაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიწების მიტაცებით და იქ შენობა ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ. მანვე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ თემას ბოლომდე ჩაყვება და მიაგნებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობის უკან დგანან. „როდესაც ხდება მიწების დატაცება, რა თქმა უნდა, ბევრი მართლა სოციალურად დაუცველი და გაჭირვებულია, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების მიტაცებით, შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ და ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ, არ გამოიკვეთება ის ადამიანი, ადამიანების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)