12:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 17:34:33, 641 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისი თქმით, მთავარი მიზანი არამხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობაა.

„რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე. ხდება ინფექციის მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია, რაც ასევე მოსალოდნელელი იყო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული რეგულაციები იყო იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შემცირება. ჩვენ ამ კვირის მანძილზე კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ, ვინაიდან მიზანი არამხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობაა. შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია ინფექციის მაჩვენებლის სტაბილიზაციის კლებისკენ წაყვანა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და კომუნიკაციას კერძო სექტორთან“, - განაცხადა ეკატრენე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics