15:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 15:26:57, 733 ნახვა

რეგიონი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი გელათის გადახურვის თემაზე გამოძიების დაწყების მომხრეა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი გელათის გადახურვის თემაზე გამოძიების დაწყების მომხრეა.

ამის შესახებ ეპისკოპოსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად მსგავსი ტიპის გადახურვა დროებითი დაცვა იყო.

„არის დროებითი დაცვა. ვერ ასწრებდნენ და ზამთარში ხომ ვერ გადახსნი სახურავს. სამწუხაროდ, დღეს არ იციან ფრესკის ტექნოლოგია. ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული. ფრესკა რას ნიშნავს - ნედლს, ახალს.

ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება. მეუფე კალისტრატე წინააღდეგ იყო ასეთი გადახურვის და ითხოვდა, როგორც ვიცი, ქვის ან სპილენძით გადახურვა ყოფილიყო.

სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრებისა და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა იოანემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics