|
2020-12-12 13:24:13, 740 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდათ ISFED-ის შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული
„ევროპული საქართველოს“ სპიკერის, თორნიკე დიასამიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ბოლო პერიოდში „უცნაურად გააქტიურდნენ. „როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით, „ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობივართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს. „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებეს, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა და რომლის ვიდეოზეც „ქართული ოცნების“ სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო. „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკონტროლებს კარუსელებს, ძალადობას და სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეების განმავლობაში, რათა გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“, - განაცხადა თორნიკე დიასამიძემ. შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მათივე ინფორმაციით, საბოლოო შეეგებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47.6% მიიღო.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)