|
2020-12-12 09:54:35, 521 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - ძალის გამოუყენებლობის საკითხის განხილვაში საქართველომ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. "10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი ამიერკავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე, რომელშიც აფხაზეთი, საქართველო, სამხრეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თავმჯდომარეობით. ჟენევის დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ ჟენევის პლატფორმის მუდმივ აქტუალობაზე, მოლაპარაკებების მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირი დიალოგის შენარჩუნებას თბილისსა და სოხუმს, ასევე ცხინვალს შორის. რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით მზარდია აშშ_სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა აღნიშნული საკითხის განხილვაში", - ვკითხულობთ განცხადებაში. როგორც გავრელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკუსიებში მონაწილეებმა საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სასაზღვრო რაიონებში სიტუაცია, მშვიდად აღიარეს. „რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მოიძიონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში მომხდარი ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)