|
2020-12-11 10:41:34, 666 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინ შეხვდა გამართეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინ შეხვდა გამართეს. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგია, ამერიკული ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის სექტორში და კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული SABIT-ის პროგრამა (კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის) განიხილეს. ონლაინ შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ფინანსურ დახმარებას გაუწევენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში. „შეხვედრაზე განვიხილეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. აშშ-ის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს დაეხმარება პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევაში და ფერმერების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად, განვსაზღვრავთ იმ მიმართულებებს, სადაც ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებთ სტრატეგიული პარტნიორისგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)