20:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 09:49:04, 436 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს და სპიკერატს აირჩევს

პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, სპიკერატს და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

როგორც ცნობილია, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას არჩილ თალაკვაძე დაიკავებს, ხოლო თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახა კუჭავა და დავით სერგეენკო იქნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯველაძე ჩაიბარებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია იქნება წარდგენილი, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კი მაია ბითაძე იქნება.

დასახელებულ კანდიდატებს კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე უყრის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics