|
2020-12-10 12:38:54, 653 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ, ბოლო 24 საათში, 2 ობიექტი დააჯარიმა, ხოლო 43-ს საქმიანობა შეუჩერა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში, 631 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საზედამხედველო უწყებებმა ჯამში 2 ობიექტი დააჯარიმეს, ხოლო 43-ს საქმიანობა შეუჩერეს. „ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიქტზე, დაჯარიმდა 2 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს, რემონიტორინგი განხორციელდა 156 ობიექტზე. რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ჯამში შემოწმდა 22 ობიექტი. 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმებულია 26 231 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)