|
2020-12-08 21:10:07, 649 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ საარჩევნო საკითხზე
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ ყველაზე მთავარ, საარჩევნო საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიან თანამშრომლობას. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები დაახლოებულია. „დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას მოგვცემს, ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითდზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძებელია სრულიად ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი, რაც შეეხება დროს, ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა სხდომა, რა თქმ აუნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლეობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებულთად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)