19:17 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 14:37:09, 528 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება

ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ განიხილავენ.

„მე შემიძლია გითხრათ „ევროპული საქართველოს“ სახელით, იმ პირობებში, როცა გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი „ქართული ოცნება“ საუბრობდა რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში ჩვენგან ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად. ამიტომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს რომ ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარი პოზიციის ერთგული დარჩება. არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა ემსახურება მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ემსახურება „ქართული ოცნების“ გამოყვანას იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ხელისუფლებამ თავისი თავი შეიყვანა არჩევნები გაყალბებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics