|
2020-12-07 17:12:12, 588 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ოპოზიციასთან შეთანხმებას კვირის ბოლომდე მივაღწევთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგება. მისი თქმით, ოპოზიციასთან შეთახმების საბოლოო ვადად პარლამენტის პირველი სხდომის დღე მიიჩნევა, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. „გაგრძელდება ეს პროცესი. ალბათ, ხვალაც შედგება ეს შეხვედრა და ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება ეს შეთანხმება. ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზე, ეს ყველასთვის ცნობილია და ის უკავშირდება ხელახალ არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც ბევრი არ არის დარჩენილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არის საჭირო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. განწყობა იყო საქმიანი და საქმიანად განვეწყვეთ ყველანი. შეიძლება ზოგიერთებს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური. მე მგონია, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. არსებობს შეთანხმების დედლაინი, რომელიც არის პარლამენტის პირველი სხდომის დღე. გამომდინარე იქიდან, რომ კვირის ბოლომდე ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, ბუნებრივია, არსებობს ეს ვადა. ამ ვადის ფარგლებში იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)