2020-12-05 11:05:51, 1143 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 053 თბილისში, 931 იმერეთში, 453 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევიდან 2 053 თბილისში, 931 იმერეთში, 453 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფნიგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვენაში კოვიდინფიცირებულთა მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 27 456-ს შეადგენს.
თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან